
ინტერნეტ სამყარო ელოდება ახალი საძიებო სისტემის - ვოლფრამ ალფას დაძვრას.
ამბობენ რომ გუგლზე მაგარი იქნება და მსოფლიოს მოიცავს.
ეს ჯერ კიდევ 2002 წელს იყო, როცა ფრთიანი ფრაზა დაფრინავდა - ინტერნეტში ყველაფერია, ყველა შეკითხვაზე პასუხს ნახავ.
დრო გავიდა და აღმოვაჩინეთ, რომ ინტერნეტში მართლაც ძალიან ბევრი და საჭირო ინფორმაციაა, მაგრამ ... ყველაფერს ვერ იპოვი, ყოველ შემთხვევაში ნებისყოფისა და დროის გარეშე ვერ იპოვი, ან სულაც ვერც ნებისყოფა და დრო გიშველის - ვერ იპოვი.
დღეს თვალი მოვკარი ამ საიტის ანონსს და მონახულება ერთი მიზნით გადავწყვიტე - სახელი მომეწონა ვოლფრამი.
ვოლფრამი ჯადოსნური საჩუქარია ყველა ჩვენგანისთვის, უმნიშვნელოვანესი მეტელია. მომავალ საუკუნეებში თუკი ვოლფრამის ნათებას მთლიანად ჩაანაცვლებს ნეონი და არგონი,
ვოლფრამის დიდებას ამით ბევრი არაფერი დააკლდება - ვოლფრამმა აჩუქა კაცობრიობას უსწრაფესი ტექნიკური აღზევების ერთი საუკუნე. ეს უკვე მოხდა.
დამაინტერესა იმ ადამიანების პროდუქტის ნახვა, რომელთაც თავის ქმნილებას ვოლფრამი უწოდეს.
აღმოჩნდა, რომ მთლად ასე რომანტიულად არ ყოფილა საქმე - პროგრამის შემქმნელი გვარადაა ვოლფრამი - სტეფან ვოლფრამი.
პირველი იმედგაცრუების შემდეგ მაინც გადავწყვიტე საიტის ტრილერის ნახვა ... თქვენც დახარჯეთ 13 წუთი ამ როლიკის სანახავად, უნდა ნახოთ ის თუ როგორია ინტერნეტი, რომელშიც "ყველა კითხვაზე პასუხია და ამ პასუხებს სწრაფად ღებულობ".
ეს ფაქტიურად უხელფეხო რობოტია.
სტეფან ვოლფრამმა ჩემს თვალში ვოლფრამების გვარი არ დააკნინა, შეინარჩუნა და იქნებ გააორმაგა კიდეც, გავიგებთ ამას ერთ 10 წელიწადში.
მანამდე კი ვოლფრამთან დაკავშირებულ ჩემს ოჯახურ ისტორიას მოგიყვებით.
2003 თუ 2004 წელს, როცა მამაჩემი ძველ ნადირექტორალ ენერგიას ვერ მოერია და უმუშევრობას ერთერთ კაფელ-მარმარილოს მაღაზიაში გაექცა "მენეჯერად", ჩვენს ტელევიზორებში ხშირად ტრიალებდა ორი სიუჟეტი
1. შემეცნებით-სგასართობი ვიქტორინა "ტაქსი", რომლის მონაწილე მგზავრებს, თუკი მძღოლი ზვიოს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, შეეძლო მოეთხოვა მანქანის გაჩერება და ახლომახლო გამვლელებისა თუ მაღაზიების გამყიდველებისათვის ეთხოვა კითხვაზე პასუხის გაცემა.
2. ამავე პერიოდში ახალცოცხიანი რევოლუციური მთავრობის ფინანსური სადამსჯელო სამსახურები პანტაპუნტით აპატიმრებდნენ დიდ და წვრილ მეწარმეებს ჟურნალისტისა და პროჟექტორიანი ვიდეოკამერების თანხლებით.
კურიერი ასეთი რეპორტაჟებით იწყებოდა და დასრულებამდე კიდევ ერთი ასეთი რეპორტაჟი ცხელცხელი შემოჰქონდათ.
ხოდა, შეუვარდნენ მანამდე მოწყენილ მამაჩემს კაფელ-მარმარილოს ცარიელ სალონში 5 შავებში ჩაცმული ამბალი თავზემოთ მფრინავი ვიდეოკამერის პროჟექტორით და ... იმის მაგივრად, რომ პირველ ახმახს ეთქვა " თქვენ დაპატიმრებული ხართ მოსახლეობისათვის ჭკუის სწავლების მიზნით", შეშინებულებმა ჰკითხა "რა მეტალი ანათებს ნათურაში?"
"რაა?"
""ტაქსში" ვარ ძიაკაცო, თუ გამოვიცანი მტვერსასრუტს ვიგებ"
"აააააა"
ამოისუნთქა მამაჩემმა და
უპასუხა -
"ვოლფრამი, რა თქმა უნდა ვოლფრამი, მაგრამ ედისონმა რომ გამოიგონა ის ნათურა ნახშირბადით ანათებდა"
???
"ვოლფრამი! უთხარი ვოლფრამი"
იმედია ის მტვერსასრუტი ჯერ კიდევ ზუზუნებს საჭიროებისას იმ მოგებული ახალგაზრდის ოჯახში.
თქვენ კი სხვა ტექნიკა გეკადრებათ - http://www.wolframalpha.com
Wednesday, January 6, 2010
ვოლფრამი, სტეფან ვოლფრამი
Posted by
cartwheel
at
4:16 PM
0
comments
Labels: ადამიანები, მადლობა, ჯერარდაბადებული საქართველო
Tuesday, January 5, 2010
აგარ-აგარი და თერმოსტატი



დედამიწაზე ადამიანები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან.
ისინი მალე შეუიარაღებელი თვალით იქნებიან დანახვადები კოსმოსიდან.
დედამიწა ალბათ, როგორც პეტრის ფინჯანში ჩნდება უხილავი ბაქტერიების კოლონები თვალით ხილული, ასევე შეიცვლება ადამიანის სიმრავლისა და აქტივობების შედეგად.
იმისათვის რომ დაადგინო თუ რომელი ბაქტერია შეჰყრია ავადმყოფს, ჩირქიან გლანდშენახები ჩხირით უნდა გაკაწრო პეტრის ფინჯანში მოთავსებული ჟელე - აგარ-აგარი და შემდეგ ეს ფინჯანი თერმოსტატში უნდა შედგა ერთი დღით მინიმუმ.
ანუ ცოტა,თვალით უნახავ ბაქტერიებს უნდა მისცე საკვები (აგარ-აგარი) და სითბო (თერმოსტატში მუდმივად 38 გრადუსია) და შედეგიც არ დააყოვნებს. ბაქტერიები გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდებიან და იმდენს იბარტყებენ, რომ თვალით საჩინონი, საცნობნი გახდებიან.
დღეს კაცობრიობა თერმოსტატში ვზივართ, და აგარ-აგარს უფასოდ გეახლებით, ამიტომაც ვმრავლდებით ასე გამალებით.
მაინც რა არის ადამიანთა მოდგმისათვის ის აგარ-აგარი, რიომლის ნიადაგზეც ადამიანთა კულტურა ასე ენერგიულად ვიზრდებით?
ჩემი პასუხია - ძროხა,ღორი და ხორბალი.
დღეს ჩვენ მათ მოსაპოვებლად აღარგვიწევს სათითაოდ "შვილივით გამოზრდა" და "შრომის ოფლის მიწას წვიმება".
მუქთად გვაქვს.
Posted by
cartwheel
at
5:43 PM
1 comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
bavshvi.ge
დედამიწაზე მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს.
ღმერთმა ამრავლოთ, მე რას მიშლიან. მეც არ ვუშლი მათ არსებობას. ზოგზოგიერთს ვშველი კიდევაც უფრო ცოტას კი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით დასაკარგი სიცოცხლის შენარჩუნებაშიც ვეხმარები. პროფესია მაქვს ასეთი- რეანიმატოლოგი.
სხვათა შორის ეროვნების, სქესის, ასაკისა და მრწამსის მიუხედავად.
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მომიწიოს პუტინის,არძინბას,კოკოითის თუ ბეღაფშის გადარჩენაში მონაწილეობა, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. იმიტომ რომ ჯერ ადამიანი ვარ და მერე ექიმი.
თუ მკითხავთ, იქნებ ადამიანობასა და ექიმობას შორის ქართველობას აქვს ადგილიო, დაგეთანხმებით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მე ქართველი ექიმი ვალდებული ვარ, ვიყო ჯერ ადამიანი და მერე ჯარისკაცი.
ეს პაციფიზმი არ არის. ვყოფილვარ ჯარისკაცი, და მიოცნებია გამარჯვებაზე, ანუ მტრის დამარცხებაზე. მაგრამ ახლა, სანამ ექიმი ვარ, მოხარული ვიქნები თუკი თუნდაც მტერს სიკვდილს ავაცილებ.
08.08.08 მორიგე ვიყავი ღუდუშაურში. პირველი დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოში შემოგვივიდა ოსი იყო - ქოქოშვილი, კოკოითის მოგვარე. გულმკერდში იყო დაჭრილი, პლევრა გორის საავადმყოფოში ჰქონდა დრენირებული და მართვით ანუ აპარატულ სუნთქვაზე იყო. აპარატულ სუნთქვაზე ავადმყოფს უნდა ეძინოს, თუკი ექიმი შეატყობს რომ პაციენტი იღვიძებს და შეიძლება აპარატს შეებრძოლოს აგზნებული, უნდა შეუყვანოს დამაძინებელი წამალი.
საავადმყოფოში შემოსვლისას ქოქოევი მძინარეს გავდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეღვიძა, მაგრამ მონდომებული ცდილობდა თავი მომაკვდავად მოეჩვენებინა.
იცოდა ალბათ, რა პასუხისმგებლობა აიკიდეს კიდევ ერთხელ მისმა ნათესავებმა, როცა ქართველებს კიდევ ერთი ომი დაატეხეს.
გადარჩა კარგად არის სადაც არის, იმედია.
მანამდე 2002 წელს ცხინვალში ჩემი პროექტით 1000ც. "დედის კალენდარი - სახელმძღვანელო მშობელთათვის" ჩავიტანე და ოს ქალებს სამშობიეროებში დავურიგე. ძალიან გამეხარდება თუკი დღესაც ოსურ ოჯახში ჩემი სახელმძღვანელოთი ზრდიან ბავშვებს.
bavshvi.ge
აქ არის ქართული ოსური და რუსული ვერსიები. აფხაზურიც მაქვს, მაგრამ ვერ ჩამისვეს პროგრამისტებმა რატომღაც.
არადა სულ სხვა პოსტის დაწერასდ ვაპირებდი,,
Posted by
cartwheel
at
5:06 PM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ექიმო, სასარგებლო
Wednesday, December 30, 2009
გილოცავთ ახალ 1020, უი, 2010 წელს!

ვინაიდან 31 დეკემბერსა და 1 იანვარს შინ არ ვიქნები, და ვინაიდან ქვემდებარე პოსტი მკვეთრად არასაახალწლო ელფერს ატარებს, გადავწყვიტე დღეს დავწერო "საახალწლო პოსტი".
მას აშე, გილოცავთ ახალ წელს. დავი თქვენს სადღეგრძელოებს!
ქვემოთ ნახავთ პოსტს, სადაც ტელევიქტორინა "რა? სად? როდის?" -ათვის გამოსადეგი ჩემი ერთი კითხვა წერია (რამდენ ხანს გრძელდება ერთი კალენდარული დღე მთელს დედამიწაზე?).
დღეს კი ახალ წელთან დაკავშირებით მეორე სავიქტორინო შეკითხვასაც შემოგთავაზებთ.
-დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი ოდენობით მზადდება მართლმადიდებელთა, კათოლიკეთა და პროტესტანტთა საერთო წმინდანის გამოსახულებები და ელექტროფიცირებული მარიონეტები?
ახალწელთან დაკავშირებით მეთქი, მინიშნებაა.
წელს უჩვეულოდ თბილი ზამთარია. ცოტა აცივებასაც ავიტანთ თუკი თოვლითურთ მოვა.
შარშან დავწერე და წელსაც გავიმეორებ - დიდ მადლობას ვუძღვნი რომაელებს ახალი წლის დეკემბერ-იანვრის საზღვარზე, შუა ზამთარში დაფუძნებისათვის.
გენიალური გადაწყვეტილებაა, ბრავო, ბრავისსიმო.
სანამ დღე კლებულობს, სიცივეები მატულობს და გაზაფხულამდეც ძაან შორია, ახალ წელს ველოდებით.
ახალი წლის შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ ყველაზე ხანგრძლივი ღამე გადაგიტანია და დღეები უკვე დიდდება.
იქ 2010 წლის წინ მარიამმაც არ დააყოვნა და იესოს გაჩენა ახალ წელს დაამთხვია. მადლობა მასაც შობა-ახალიწლის კომპლექტისთვის.
თუმცა ეს ახალწელშობა რამდენხანს უნდა გვქონდეს შობაახალიწლის ნაცვლად?
მართალია ჩემი ღმერთი ინტრიგანი და მეწვრილმანე არ არის და ჩემს თეფშში და კუჭში არაფერი ესაქმება,
შესაბამისად არ ვმარხულობ, მაგრამ ახალი წლის ზეიმი რომ წაართვეს იმ ხალხისა კი ნამდვილად არ მშურს. ვერ ვიტყვი მეცოდებიან მეთქი, მაგრამ ჩემსას ვჩივი - ჩემიანი კარგი ადამიანებისთვის ეს დღე დღესასწაული რომ არ არის, ჩემს დღესასწაულსაც რაღაც აკლდება.
გილოცავთ ახალ 1020, უი, 2010 წელს!
Posted by
cartwheel
at
5:14 PM
2
comments
Labels: IQ, მადლობა, მე ათეისტი, სადღეგრძელო
ადამიანის ქცევა. ექსპერიმენტები
Posted by
cartwheel
at
12:07 AM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, მძიმე კითხვები
Monday, December 28, 2009
სტალინის PR



ყველაზე დიდი პიარ ბლეფი, კაცობრიობის ისტორიაში, იმდენად დიდი, რომ ხალხი ჯერ კიდევ მისი ზემოქმედების ქვეშაა არის სტალინის უპრეტენზიობა, სიმდიდრისა და ფუფუნების უარყოფა. ხალხს ჯერ კიდევ ჯერა რომ ერთ შეინელში დაბერებული მსოფლიო პროლეტარიატის მოამაგე ულვაშა მართლაც დიოგენეს მიმდევარი იდეალისტი იყო.
არადა ამ კაცს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისეთი შიმშილი მძვინვარებდა (ისიც სტალინის პოლიტიკის შედეგად), რომ რუსეთში და უკრაინაში მასიური კანიბალიზმი დაფიქსირდა, 16 სრა-სასახლე დაჩა ჰქონდა მუდმივად გამთბარ გამზადებული და ისვენებდა კიდევაც მონაცვლეობით მათში.

ერთ მათგანში ნამყოფი ვარ - ლიკანში, მეორეს რიცაზე კი გასასეირნებელი ტურისტული კატერითაც კი არ მიგვაახლოვეს, აკრძალული იყო 1980-85 წლებშიც კი.
საქართველოდან კი ქართული სამზარეულოს შედევრები ჩასდიოდა სისტემატიურად მატარებლით მოსკოვში.
არადა სტალინის მოძულესაც კი რომ ჰკითხო ისიც გეტყვის სტალინი ბოროტი იყო თორემ ფუფუნება არ უყვარდაო.
ბრავო სტალინის პიარშიკებო, ბრავო!
ისწავლეთ კლასიკა დღევანდელებო.
СТАТИСТИКА
На каких еще дачах отдыхал великий вождь
1. «Семеновская» (Дальняя), более 100 км от Москвы, один этаж, 800 кв. м, 8 комнат. Сталин выезжал сюда на охоту и на отдых, а также при подготовке документов. (Сохранилась в измененном виде.)
2. «Блиновка». Сочи. 2 этажа, 250 кв. м, 5 комнат. Сталин отдыхал здесь один раз, дача ему не понравилась, и он отдал ее К. Ворошилову. (Сохранилась в измененном виде.)
3. «Пузановка». Сочи. Около 100 м над уровнем моря. 1 этаж, 100 кв. м, 6 комнат. (Сохранилась в переделанном виде.)
4. «Новая Мацеста» («Зеленая роща»). Сочи. 2 этажа, 200 кв. м, 6 комнат. (Сейчас здесь мемориальный музей.)
5. «Ривьера». Окраина Сочи. 1 этаж, 200 кв. м, 5 комнат. (Не сохранилась.)
6. «Головинка». Крым. 1 этаж, 4 комнаты, 150 кв. м. Сталин бывал здесь дважды. (В первоначальном виде не сохранилась.)
7. «Явейная». Крым. 1 этаж, 4 комнаты, 150 кв. м. Сталин сюда ни разу не заезжал. (В первоначальном виде не сохранилась.)
8. «Кореиз». Крым. 2 этажа, более 600 кв. м. Сталин останавливался здесь, в т. ч. во время Ялтинской конференции в 1944 г. (Дальнейшая судьба дачи неизвестна.)
9. «Трапезниково». Крым. 2 этажа, 300 кв. м, 7 комнат. Сталин отдыхал здесь несколько раз, в т. ч. вместе с Н. Аллилуевой. Впоследствии вселил туда Е. Ярославского. (Дальнейшая судьба дачи неизвестна.)
10. «Рица». Вблизи озера Рица. Грузия (Абхазия). 1 этаж, 200 кв. м, 4 комнаты. (Сгорела еще в советские времена.)
11. «Новый Афон». Грузия (Абхазия). 2 этажа, 200 кв. м, 6 комнат. Сталин заглянул сюда лишь один раз, но жить здесь отказался. (Не сохранилась.)
12. «Холодная речка». 11 км от г. Гагры. Грузия (Абхазия). На высоте более 130 м над уровнем моря. Здание встроено в гору. 2 этажа, около 500 кв. м, 8 комнат. На территории находился домик для дочери Светланы. (Сейчас здесь дом отдыха, где любят бывать иностранные туристы.)
13. «Боржоми». Грузия. Здание постройки конца XIX в. 2 этажа, 300 кв. м, 9 комнат. Сталин отдыхал здесь в 1951 г. (Сохранилось до наших дней.)
14. «Цхалтубо». Грузия. 2 этажа, более 200 кв. м, 5 комнат. (Здание сохранилось до наших дней.)
15. «Мюссеры». Грузия (Абхазия). 1 этаж, около 300 кв. м, 6 комнат. Сталин отдыхал здесь неоднократно начиная с 1933 г. (Здание сохранилось до наших дней.)
16. «Сухуми». Грузия (Абхазия). Дача расположена на территории Сухумского ботанического сада Академии наук Грузии. 2 этажа, более 600 кв. м, до 20 комнат. (Здание сохранилось.)
ИТОГО: всего за Сталиным в 30 - 50-е годы было закреплено около двух десятков госдач, на которых жил не только он сам, но и его соратники и зарубежные гости.
Posted by
cartwheel
at
1:55 AM
1 comments
Labels: ადამიანები, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Thursday, December 24, 2009
"რა? სად? როდის?

ამასწინათ ღრმადპატივცემული "ლინგვისტუსის" ბლოგში სავიქტორინო ("რა? სად? როდის?) შეკითხვებს გადავაწყდი და გამახსენდა, რომ მეც მაქვს შეკითხვები.
დღეს მხოლოდ ერთს დავსვამ თანაც ისეთს, მეც რომ არ ვიცი პასუხი. დღემდე სარწმუნო პასუხი ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე. არადა თითქოს არ არის ძალიან რთული, შესაბამისი რუკის გადაშლა უნდა და ... დაფიქრება.
მაშ ასე,
რამდენ ხანს გრძელდება ერთი კალენდარული დღე მთელს დედამიწაზე?
მიმიხვდით შეკითხვას?
ანუ, რამდენ ხანს არის ერთი კალენდარული დღე, ვთქვათ 27 დეკემბერი მთელ დედამიწაზე, ანუ მთელს დედამიწაზე რომ მხოლოდ ერთი თარიღი იყოს.
არა, ახლა, ამ წუთას ალასკაში ჯერ 26 დეკემბერია ანუ დედამიწაზე ამ წამს 2 თარიღია. მე გეკითხებით, რამდენ ხანს გრძელდება დრო, როცა მთელ დედამიწაზე ერთი თარიღია: იყო 28 დეკემბერი და იქნება 28 დეკემბერი ალასკაზეც და იაპონიაშიც.
ჰა?
Posted by
cartwheel
at
12:58 PM
0
comments
Labels: IQ, ვინიგრეტი, მძიმე კითხვები


